ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთები დაამზადეს
11-05-2021
შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა კედლის გაზეთები შექმნეს თემებზე: „როგორ დავიცვათ დედამიწა?“ და „როგორ დავიცვათ მსოფლიო კორონავირუსისგან?“
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს.