წალკის N2 სკოლის წარმატებული მოსწავლეები izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
ამჯერად, izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაზე მეხუთეკლასელებმა -
ზურა კაკალაძემ და ნინი აბულაძემ სერტიფიკატები დაიმსახურეს.
მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო