თბილისის N133 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა, ლია სუკიკაშვილმა საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა
11-05-2021
თბილისის N133 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ლია სუკიკაშვილმა მე-8ა კლასში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა თემაზე: „ჰაერის შემადგენლობა და ქიმია ყოველდღიურ ცხოვრებაში“.
საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მერვეკლასელებმა ჰაერის შედგენილობაში შემავალი აირები დაახასიათეს და ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის მათი მნიშვნელობა განსაზღვრეს.
პედაგოგმა მოსწავლეებისთვის ცდებიც ჩაატარა, რამაც სკოლის აღსაზრდელების ინტერესი და მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა.
გაკვეთილს ხარისხის მართვისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის წევრები - ხათუნა დოლიძე და ნათია მსუქნიშვილი ესწრებოდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს