დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა წითელი ჯვრის საზოგადოებას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეს ულოცავს
11-05-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებსა და მოხალისეებს წითელი ჯვრის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„წარმატებებსა და საინტერესო საქმიანობას ვუსურვებთ წითელი ჯვრის საზოგადოებას. საუკუნენახევარზე მეტია ყველაზე აღიარებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობა უცვლელ პრინციპებს - ჰუმანურობასა და მიუკერძოებლობას ეფუძნება. მისი  თანამშრომლები, მოხალისეები და მხარდამჭერები პირველები მიდიან ადამიანების დასახმარებლად ყველაზე რთულ მომენტებში, ყველაზე ცხელ წერტილებში.
 
საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოება ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის პერიოდში, 1918 წელს დაარსდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორგანიზაციას უნიკალური წვლილი შეაქვს ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და კრიზისების გადაჭრაში. განსაკუთრებით გვსურს, აღვნიშნოთ წითელი ჯვრის როლი შეიარაღებული მოქმედებებისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემის საქმეში, რომელსაც იგი სახელმწიფო კომისიასთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ყოველწლიურად 8 მაისს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის (World Red Cross and Red Crescent Day) მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს დაიბადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამაარსებელი, შვეიცარიელი ჰუმანისტი და საზოგადო მოღვაწე, ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი ანრი დიუნანი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203