
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. ღონისძიება, რეგულაციების დაცვით, სკოლის ეზოში ჩატარდა. ეზო კი ბავშვებმა ფერადი ცარცით მოხატეს.
ღონისძიებას მე-3 კლასის დამრიგებელი ლელა აბაშიძე ხელმძღვანელობდა.
„III კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები და წარმოადგინეს პრეზენტაციები. პრეზენტაციის მიზანი იყო ხმამაღლა ესაუბრათ იმ რიგ პრობლემებზე, რომელიც დედამიწას აწუხებს. როგორიცაა: ჰაერის დაბინძურება, ვირუსი, დანაგვიანება, ხეების მოჭრა და ასე შემდეგ.
მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს ამ პრობლემის ერთად გადაჭრის გზებზე და თითოეული მათგანის როლზე ამ საპასუხისმგებლო საქმეში. თოთოეული მოსწავლის ნაშრომი გამოირჩეოდა ინფორმაციის მრავალფეროვნებით, თემატური ილუსტრაციით და მოწოდებებით, როგორიცაა „არ დავანაგვიანოთ“, „არ მოვჭრათ“, „გავუფრთხილდეთ ბუნებას“, „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, „ჩვენ დედამიწას ვჭირდებით“, „დედამიწა ჩვენი სახლია“ და ა.შ.“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები