ქუთაისის N21 სკოლის პედაგოგებს ლიდერმა მასწავლებელმა, მაკა კოსტავამ მრავლისმომცველი აქტივობებით დატვირთული ტრენინგი ჩაუტარა
11-05-2021

ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში, USAID-ის საბაზისო განათლების პროექტის ფარგლებში, ლიდერი მასწავლებლის, მაკა კოსტავას მიერ მრავლისმომცველი აქტივობებით დატვირთული ტრენინგი ჩატარდა.

როგორც პედაგოგებმა აღნიშნეს, ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, ის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

ტრენერმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სკოლის I-VI კლასის მასწავლებლებს ქართულ ენასა და მათემატიკაში დიფერენცირებული სწავლების ნოვატორული მიდგომებისა და მეთოდების შესახებ.

„ტრენინგში აქტიურად ჩაერთვნენ მსმენელები. იყო პრობლემური კითხვები, ამომწურავი პასუხები. შეიქმნა ინტელექტის, თავისუფლებისა და განვითარების სივრცე.

მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ტრენინგი ძალიან სასარგებლო იყო, შთაბეჭდილებები - მაღალი. მიღებულ გამოცდილებას, ცოდნას აუცილებლად გამოიყენებენ პროფესიულ საქმიანობაში, მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის გასამდიდრებლად და მოტივაციის ასამაღლებლად.

მადლობა ქალბატონ მაკას, ძალიან მაღალი კომპეტენციის პროფესიონალს, აქტიურ, შედეგიან და პოზიტიურ ქალბატონს“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203