
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ღია გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება. გაკვეთილებს მასწავლებელთა მხარდაჭერისა და ხარისხის მართვის ჯგუფი ესწრება.
ამჯერად, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ გეოგრაფიის წამყვანმა კონსულტანტ-მასწავლებელმა ელენე ლოლაძემ ღია გაკვეთილი VII კლასში ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო „აფრიკის ჰავა და კლიმატური სარტყელები“.
საინტერესოდ დაგეგმილმა გაკვეთილის აქტივობებმა და რესურსებმა მოსწავლეები გაახალისეს და ისინი ინტერესით ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში.
იხილეთ ფოტოები