თბილისის N61 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გასაახლებლად ემზადება
11-05-2021
თბილისის N61 საჯარო სკოლა 13 მაისს სასწავლო პროცესის გასაახლებლად და მოსწავლეთა დასახვედრად ემზადება. როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად შენობაში რამდენიმე შემოსასვლელი გაიღო, რომლითაც მოსწავლეეები თერმოსკრინინგის გავლის შემდგომ ისარგებლებენ. გარდა ამისა, ყველა ოთახი, დერეფანი და სველი წერტილი სადეზინფექციო ხსნარებითა და სველი თუ მშრალი ხელსახოცებით აღიჭურვა.
პირბადეების გამოყენებასა და დისტანციის დაცვას სკოლის დირექცია, მანდატურები და სკოლის ექიმი აკონტროლებენ. სკოლის ინფორმაციით, ორ კვირაში ერთხელ მასწავლებლები მოწმდებიან ტესტებით, მცირე ჩივილის შემთხვევაში კი ექიმი დაუყონებლივ მიმართავს სათანადო ზომებს.
„სკოლაში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და საბედნიეროდ, საკმარისი აღმოჩნდა წერტილოვანი შეზღუდვები. სკოლამ მშვიდობით მიაღწია სააღდგომო არდადეგებამდე,“ - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ტექსტში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს