ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ემოციური ინტელექტის განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობა გაიმართა
11-05-2021
ქუთაისის N36 საჯარო სკოლა მოსწავლეთა ემოციური ინტელექტის განვითარების მიზნით არაერთ ღონისძიებას მართავს, რომლის მიზანია მოსწავლეებს კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებაში, გაბრაზებისას საკუთარი ემოციის მართვაში, მეგობრების შეძენასა და სხვების აზრის გათვალისწინებით, კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმაროს.
სკოლის მე-4ბ კლასში მოსწავლეებმა კლასის საათზე თავიანთი მეგობრები დაახასიათეს. მათ როგორც ერთმანეთის, ისე საკუთარ დადებით თუ უარყოფით თვისებებზე ისაუბრეს, გაიხსენეს სხვადასხვა მაგალითი ბრაზზე, პატიებაზე, დათმობაზე, ურთიერთდახმარებასა და სიკეთეზე.
სკოლის აღსაზრდელებმა ნასწავლ და ცხოვრებისეულ მაგალითებს შორის პარალელები გაავლეს, საბოლოოდ კი შეთანხმდნენ მოწოდებაზე: „შორს ჩვენგან ძალადობა, გამოხატე ემოცია, მეტი ღიმილი, ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს