„დედამიწა ჩვენი სახლია“-დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
11-05-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ამ დღესთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მოიძიეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი თემატური თვალსაჩინოებები: ნახატები, პოსტერები და პლაკატები. 

მათ საზოგადოებას მოუწოდეს, რომ აუცილებელია მოვუფრთხილდეთ დედამიწას, რადგან ის ჩვენი საერთო სახლი და თავშესაფარია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203