თიანეთის ახალსოფლის საჯარო სკოლაში გამართულ კონკურსში პირველობა გუნდმა „ინტელექტმა“ მოიპოვა
11-12-2017
თიანეთის ახალსოფლის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში, კონკურსი „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. კონკურსს ისტორიის პედაგოგი ნათელა სისაური ხელმძღვანელობდა. ერთმანეთს ორი გუნდი „ოლიმპო“ და „ინტელექტი“ დაუპირისპირდა. თითოეული მათგანი 6 მოსწავლისგან შედგებოდა. დაძაბულმა თამაშმა გამარჯვებული გამოავლინა. პირველობა „ინტელექტმა“ მოიპოვა.
მოსწავლეების თქმით, მსგავსი ტიპის აქტივობები დამატებითი მოტივაციაა, რომ უკეთ ისწავლონ და თავიანთი ცოდნის რეალიზება მოახდინონ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს