ქსნის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა
10-05-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა უფროსკლასელებთან ერთად საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები წაიკითხეს. მათ ერთმანეთს შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარეს, მიმოიხილეს პერსონაჟებიც.
აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებში წიგნიერების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. იხილეთ ფოტოები: