ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიგრაციის თემაზე თანატოლებს ტრენინგი ჩაუტარეს
10-05-2021
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა პროექტ „მიგრაციის“ ფარგლებში, თანატოლებს თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ჩაუტარეს.
ტრენინგის თემა მიგრაცია იყო.
მოსწავლეებმა სოფელში მიგრაციასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. მათ განიხილეს გამომწვევი მიზეზები და შედეგები.
პროექტი მოსწავლეებში მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.