თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის სკოლაში დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის მე-3 და მე- 4 კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით თემატური ნახატები შექმნეს და გამოფინეს.
სკოლის აღსაზრდელები აქტივობაში ხალისით ჩაებნენ და ნამუშევრებში ინდივიდუალური ხედვა, ორიგინალურობა და კრეატიულობა გამოავლინეს.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები