„დედამიწა ჩვენი სახლია!“ - თბილისის N9 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გარემოსდაცვითი აქტივობები შეასრულეს
10-05-2021
ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლაში ლოზუნგით - „დედამიწა ჩვენი სახლია!“ დედამიწის დღე აღნიშნეს. 

Iა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნათია მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები შეასრულეს. 

მათ შორის შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შეასრულეს. 

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203