ხონის N3 საჯარო სკოლაში მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამა განხორციელდა
10-05-2021

ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლამ მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამა განახორციელა.

პროგრამაში მოსწავლეები დიდი სიხარულით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთვნენ.

„მადლობა ორგანიზაციას, რომელმაც ამის შესაძლებლობა მოგვცა. მადლობა მშობლებს, რომლებიც გვერდით გვედგნენ. მადლობა მადონა მასწავლებელს გაწეული შრომისთვის, საქმის სიყვარულისა და ერთგულებისთვის და ველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჩემო მეგობრებო, ბავშვებო,“ - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ტექსტში.

პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) პროექტის - სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპისა და აზიის ფარგლებში განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203