„როგორია საზოგადოების ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ?“ - ზესტაფონის N6 სკოლაში ესეების კონკურსი გაიმართა
10-05-2021
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში ესეების კონკურსი გაიმართა თემაზე - „როგორია საზოგადოების ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ?“
კონკურსში საბაზისო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. გამოვლინდა საუკეთესო ესეს ავტორებიც. გამარჯვებულებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
კონკურსი პროექტ „სულისა და სხეულის ჰარმონიის“ ფარგლებში განხორციელდა.