„მიკრობი“ - თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
10-05-2021
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მე-61 კლასში USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა კომპლექსური დავალება - „მიკრობი“.
კომპლექსური დავალების შესრულების პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ასმათ ჩიტორელიძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ - მათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში არაერთი საინტერესო რესურსი მოამზადეს, ფინალური ეტაპისათვის კი სასარგებლო და მავნე მიკრობების მონაწილეობით კომიქსი შექმნეს.
სკოლის აღსაზრდელების მიერ მათ პრეზენტაციით წარმოდგენილი კომიქსები როგორც მხატვრული, ასევე, ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს