ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლის, ნიკოლოზ ნანავას წარმატება Izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაზე
10-05-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან. 

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ნანავამ წარმატებით იასპარეზა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს ჩატარებულ მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში და სერტიფიკატიც დაიმსახურა. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203