ძლევიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალებები შეასრულეს
10-05-2021
ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვრის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების, „თავდადებული მღვდელი თევდორეს“ თემაზე მოსწავლეებმა კომპლექსური დავალებები შეასრულეს.
აქტივობის მიზანი მოსწავლეთა ვიზუალური და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, ასევე, სემიოტიკური კომპეტენციის გამომუშავება იყო.
სკოლის აღსაზრდელებმა შეძლეს ტექსტის სიღრმისეულად გააზრება და ინტერპრეტირება.