„იმუნიზაცია სიცოცხლისთვის“ - კაჭრეთის საჯარო სკოლას დაქვემდებარებულ სკოლა ნანიანში საინტერესო პროექტი განხორციელდა
10-05-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლას დაქვემდებარებულ სკოლა ნანიანში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, VIII-IX კლასებში განხორციელდა პროექტი: „იმუნიზაცია სიცოცხლისთვის“.

მოსწავლეები ვაქცინის შექმნის ისტორიასა და კაცობრიობის ისტორიაში ცნობილ პანდემიებს გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში გაიმართა ლექცია-სემინარი თემაზე: Covid-19 და ვაქცინაცია.

გარდა ამისა, მოეწყო ფილმის - „The story of Coronavirus“ ჩვენება და განხილვა.  საზოგადოებაში ცნობიერებისს ამაღლების მიზნით სკოლის აღსაზრდელებმა საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები შექმნეს. მოსწავლეებმა ვიდეო-მიმართვაც მოამზადეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203