ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე პრეზენტაციები გამართეს
10-05-2021
ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-9 კლასში გეოგრაფიის პედაგოგმა დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. 

მოსწავლეებმა დედამიწასთან დაკავშირებული პრეზენტაციები მოამზადეს და წარმოადგინეს. მათ ჩვენი პლანეტის წინაშე მდგომ ეკოლოგიურ გამოწვევებზე ისაუბრეს და პრობლემების გადაჭრის გზებიც დასახეს. 

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203