ფერიის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
09-05-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაციები, ლექსები და ნახატები წარმოადგინეს.
ბავშვებმა ფერადი ცარცებით სკოლის ეზოც მოხატეს. მათ ხატვის პროცესში პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად ჩართეს.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა სკოლის მიაჯირი სიმბოლურად მწვანე ყელსაბამებით მორთეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს