ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს
10-05-2021
ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მე-2გ კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს. მათ დაევალათ დონალდ ბისეტის მოთხრობის - „პატარა და დიდი ტალღის“ მიხედვით ტექსტის ინტერპრეტირება და უკვე ინტერპრეტირებული ტექსტის შინაარსის შესაბამისი ნახატის შექმნა.
მოსწავლეებმა ვარაუდები სკოლაშივე გამოთქვეს, სიუჟეტზე იმუშავეს, დავალებას კი საბოლოო სახე სახლში მისცეს. სკოლის აღსაზრდელებმა ნაწარმოებში ძალიან საინტერესო ცვლილებები შეიტანეს და ნახატებიც დიდი მონდომებით შეასრულეს.
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა თითოეული ნაშრომი მასწავლებელთან ერთად აკინძეს და წიგნად შეკრეს. მათ გარეკანის გაფორმებაზეც იზრუნეს და მიღებული შედეგით კმაყოფილები დარჩნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს