„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ - ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
09-05-2021
ვანის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით თემატური პლაკატები, პოსტერები და ნახატები შექმნეს. მათი გზავნილი იყო შემდეგი -  „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია. დღეს, როგორც არასდროს, ერთმანეთს ხელები უნდა ჩავჭიდოთ და ერთობლივი ძალისხმევით გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“. 

მოსწავლეებმა იმსჯელეს ბუნებრივი რესურსების დაზოგვასთან და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203