ფარცხანაყანევის N1 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა ინგა ფხაკაძემ VI კლასში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა
10-05-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსმა მასწავლებელმა ინგა ფხაკაძემ VI კლასში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო: „არაერთგვაროვანი ნარევების დაყოფა“ (ერთმანეთში უხსნადი სითხეების ნარევის განცალკევება, გაფილტვრა)

„გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს:

ა) ისაუბროს არაერთგვაროვანი ნარევების განცალკევების ხერხებზე  ბ)იმსჯელოს ერთმანეთში შეურეველი სითხეების ნარევის დაყოფის პრინციპზე  გ)ისაუბროს წყალში უხსნადი ნივთიერებების განცალკევების მეთოდებზე და იმსჯელოს ფილტრის მოქმედების პრინციპზე  დ)გააანალიზოს ნარევთა დაყოფის მნიშვნელობა ყოფაცხოვრებასა და წარმოებაში.
ხარისხის მართვის ჯგუფის მხრიდან გაკვეთილი შეფასდა დამაკმაყოფილებლად და მასწავლებელს მიეცა უკუკავშირი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203