
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს საბაზისო განათლების პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში მიღწეულ წარმატებას ულოცავს და ტრენერ ლია ცერცვაძეს მადლობას უხდის.
„8 მაისს USAID-ის საბაზისო განათლების პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტესტირება ლიდერი მასწავლებელბისთვის. ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგებმა: მერი სართანიამ, ეკა მაჩიტაძემ, თამარ ჟორჟოლიანმა, ელისო ჩხიკვაძემ და მაია ჩეჩელაშვილმა წარმატებით დაძლიეს 70%-იანი ბარიერი, რისთვისაც მადლობას ვუხდით ტრენერს, ქალბატონ ლია ცერცვაძეს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.