
„ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა.
ეკოკლუბის წევრებმა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე პროექტი განახორციელეს. მათ შიდსისა და სხვა გადამდები დაავადებების შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია მოიძიეს და აუდიტორიას გააცნეს.
გაიმართა დისკუსია. მოწვეული სტუმრებისგან მოსწავლეებმა მიიღეს ამოუწურავი ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე. მათ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, ფლაიერები გააკრეს სამ თემში.
პროექტის ხელმძღვანელი მელანო შავლიძე იყო.
იხილეთ ფოტოები