ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს ძიუდოს ჩემპიონატში მოპოვებულ წარმატებას ულოცავს
10-05-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს ძიუდოში წარმატებას ულოცავს. გოგონებმა ჩემპიონატში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

„საქართველოს ჩემპიონატი - ძიუდო, გოგონები (2004-5-6 დაბადებულთა შორის). გამარჯვებულები, პრიზიორები: 

ანუკი ბერიძე (40 კგ) ოქრო;
თეონა დოლიძე - (40კგ) ვერცხლი;
მარიკა ფოთელიძე - (44 კგ) ვერცხლი;
ნინო დარჩია - (52 კგ) ბრინჯაო.

გილოცავთ, ვულოცავ ყველას გამარჯვებას. მადლობას ვუხდი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლას ხელვაჩაურის მერიას, ხელვაჩაურის სპორტისა და ახალგაზრდობის უფროსს, ხელვაჩაურის რესურცენტრს, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექციას, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტს გვერდში დგომისთვის ხელშეწყობისთვის ფინანსური დახმარებისთვის. ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ სპორტსმენებს, გაიზარდონ. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ...
ვულოცავ სკოლას წარმატებებს. მადლობა სკოლის დირექტორს ბატონ ტარიელ მიქელაძეს, პედკოლექტივს გვერდში დგომისთვის ხელშეწყობისთვის“, -აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203