რუფოთის საჯარო სკოლაში შემეცნებით თამაში - „სათამაშოების მაღაზია“ გაიმართა
07-05-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ყოველთვის აქტიური და მრავალფეროვანია.

„რუფოთის საჯარო სკოლის პირველ კლასში მათემატიკის გაკვეთილზე შემეცნებით თამაშში „სათამაშოების მაღაზია“ მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთვნენ. თამაშის მიზანს ქართული ფულის ზოგიერთი ერთეულის გაცნობა, პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა და მათემატიკაში შეძენილი ცოდნის რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენების უნარის განვითარება წარმოადგენდა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203