ხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ნამუშევრები მიუძღვნეს
07-05-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად აღნიშნავენ დღესასწაულებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს. მოსწავლეებმა ანამარია და ნატალია ღაჭავებმა ამჯერად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შექმნეს ნახატები და მეგობრებს, მასწავლებლებს, სკოლას და ახლობლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.