როდის დაიხურება ელექტრონული ჟურნალი 1-ელი და მე-12 კლასებისთვის და როდემდე შეძლებთ ცვლილებების შეტანას - განმარტება პედაგოგებისთვის
17-05-2021
მატერიალურ ჟურნალთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია და მისი წარმოება პედაგოგებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ საინტერესოა რა ხდება 1-ელი და მე-12 კლასელების შემთხვევაში. მათთვის სასწავლო წელი მაისში სრულდება, პედაგოგებს კი ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების შეტანისთვის დრო მკაცრად აქვთ განსაზღვრული. ამ საკითხის გასარკვევად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ.

„როდის დაიხურება 1-ელი და მე-12 კლასებისთვის ელექტრონული ჟურნალი და როდემდე ექნებათ მასწავლებლებს ცვლილებების შეტანის საშუალება? -  კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, როგორც კი მიღებული იქნება გადაწყვეტილება, ყველა სკოლას მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია“, - ასეთია ოფიციალური სტრუქტურის განმარტება და იმედია, მალე გაირკვევა, როდის იხურება ელექტრონული ჟურნალი, თორემ სადაცაა 1-ელი და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი დასრულდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203