ვიტამინები და მათი დანიშნულება - ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
07-05-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქიმიაში საინტერესო პროექტი განახორციელეს თემაზე - ვიტამინები და მათი დანიშნულება.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ვიტამინები ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებია, რომლის გარეშეც სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელია.
სკოლის აღსაზრდელებმა შოკოლადსა და მის შემადგენლობაზე პრეზენტაციაც გამართეს.