„უდიდესია მისი ღვაწლი ჩვენი სკოლის ისტორიაში“ - ხორშის საჯარო სკოლა პედაგოგ ნატო გვასალიას გლოვობს
07-05-2021
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს, ნატო გვასალიას გლოვობს.

„დღეს გადაინაცვლა მარადისობაში და დაგვიტოვა სითბოთი სავსე მოგონებები, რომელიც ძნელია გავიხსენოთ უტკივილოდ...

სპეტაკი და სამართლიანი, ბავშვებზე და პროფესიაზე უანგაროდ შეყვარებული პედაგოგი, თითოეულ მოსწავლეზე მზრუნველი, სიკეთის და სათნოების მქადაგებელი, სიმშვიდის და წესრიგის მოყვარული... უდიდესია მისი ღვაწლი ჩვენი სკოლის ისტორიაში.

მშვიდად განისვენეთ და კურთხეულ იყოს თქვენი სული ზეციურ სამყოფელში!“ - ვკითხულობთ სკოლის სამძიმარში.

„ეტალონის“ გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ნატო გვასალიასგარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203