„აკაურთის მაცნე“ - აკაურთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაცემა ჩაწერეს
07-05-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლაში ქართული ენის ჯგუფმა გადაცემა „აკაურთის მაცნე“ მოამზადა, რომელიც სკოლის ორმა მოსწავლემ - ჩინარა ნაბიევამ და ფიდან ხალილოვამ წაიყვანეს. უშუალოდ გადაცემის მომზადების პროცესში სკოლის ყველა მოსწავლე იყო ჩართული.
გადაცემის მსვლელობისას მოსწავლეები სკოლის შესახებ საინტერესო და სახალისო ამბებს ყვებოდნენ, საუბრობდნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზეც.