აქთაქლის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
07-05-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აქთაქლის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლის, ინგა ჩალახეშაშვილის ხელმძღვანელობით დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბიოლოგიის პედაგოგი სკოლის აღსაზრდელებს დედამიწის დღის დაარსების შესახებ ესაუბრა. მოსწავლეებმა ჩვენს პლანეტას ლექსები და კედლის გაზეთები მიუძღვნეს. მათ ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს.