
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ადმინისტრაცია სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს - ნათია დავითაშვილს გვაცნობს. ნათია უფროსი მასწავლებელია, განათლების მაგისტრი. მას აქვს 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 4 წელია, რაც სკოლა „პროგრესში“ მუშაობს. ამბობს, რომ სწავლება ყველაფერია მისთვის:
„მართალია, მე მაქვს პირადი ცხოვრება, მყავს ოჯახი, მეგობრები, მაქვს ინტერესები კლასის გარეთ, თუმცა მუდმივად ვფიქრობ ჩემს ბავშვებზე. ვფიქრობ, რა გამოვიდა კარგად, რა - არა, რა შემიძლია გავაკეთო უკეთ ხვალ, რისი შეცვლაა საჭირო“,-აღნიშნავს ნათია დავითაშვილი.
სკოლის ადმინისტრაციის დახასიათებით, პედაგოგი მუდმივად ახალი იდეების და სწავლების სტრატეგიების ძიებაშია, ეცნობა უახლეს ლიტერატურას, ესწრება უამრავ ონლაინ ტრენინგს (CLIL, PBL, CRITICAL THINKING), თუმცა ფიქრობს, რომ უპირველესი მაინც სიყვარულია. სიყვარული საკუთარი საქმის და ბავშვების, რაც ამოძრავებს ორივე მხარეს ყოველ გაკვეთილზე.
სკოლის დირექცია ნათია მასწავლებელს წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტო