ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან და მუსიკის პედაგოგთან ერთად დედამიწის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.მოსწავლეებმა დედამიწის თემატიკაზე ნახატები, პოსტერები და პლაკატები შექმნეს. მათ გააჯრერეს მოწოდება, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, რომელსაც თითოეული ადამიანი უნდა მოვუფრთხილდეთ.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს.~
იხილეთ ვიდეო