ნიგვზარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მორიგი წარმატებული პროექტი
07-05-2021

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა მორიგი წარმატებული პროექტი განახორციელა. 

სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა სოფლის შემოსასვლელში დადგეს ბანერი, რომელზეც მითითებულია ინფორმაცია იოანე ნათლისმცემლის ტაძრისა და სანთელას ციხის შესახებ.

„კლუბი „მზის შვილები“ და სკოლის დირექცია მადლობას უხდის ბატონებს: ლევან ივანაშვილს, ლევან ჩხეიძეს, დავით მაჭარაშვილსა და ვახტანგ კაპანაძეს თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203