ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში წარმატებას მიაღწიეს
07-05-2021
რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.
წარმატებული მოსწავლეები არიან:
XII კლასის მოსწავლე,მარიამ გოცაძე (პედაგოგი ნანა ჩიტორელიძე), მან ქართული ენის ოლიმპიადის რეიტინგულ სიაში, საქართველოს მასშტაბით, მესამე ადგილი დაიკავა;
XII კლასის მოსწავლე, ნიტა კახნიაშვილი (პედაგოგი მაკა ქლიბაძე), რომელიც გერმანული ენის ოლიმპიადის რეიტინგულ სიაში მეხუთე ადგილზეა;
XI კლასის მოსწავლე,სანდრა წაქაძე (პედაგოგი. მარეხ მჭედლიძე), რომელიც ისტორიის საგნობრივი ოლიმპიადის რეიტინგული სიის ოცეულში მოხვდა.
„ვულოცავთ ჩვენს საამაყო მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს და ვუსურვებთ კვლავაც მრავალჯერ ეზეიმოთ საკუთარი წარმატება!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს