თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლე ზაზა ზაქარიაძე სასტიპენდიო პროგრამის ფინალისტი გახდა
07-05-2021
თელავის N9 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ზაზა ზაქარიაძე „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის“ ფინალისტი გახდა. მან კალიფორნიის შტატის საზაფხულო სკოლისგან მიწვევა მიიღო. მოსწავლე ამერიკაში სამ კვირას გაატარებს.
პროგრამა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისა და პროექტ PH International-ის ხელმძღვანელობით ხორციელდება.
„ვულოცავთ ზაზა ზაქარიაძეს და მის მასწავლებელს, ანა გიორგანაშვილს ამ გამარჯვებას. ვიღებთ მილოცვებს ჩვენც, სკოლაც, მისი აღმზრდელი მასწავლებლები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს