
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილები აქტიურად იგეგმება და ტარდება. გაკვეთილებს მასწავლებელთა მხარდაჭერისა და ხარისხის მართვის ჯგუფი ესწრება.
15 აპრილს სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის უფროსმა მასწავლებელმა, ვაჟა ზოიძემ X კლასში ბიოლოგიაში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: „საჭმლის მომნელებელი სისტემა“.
გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს შეეჯამებინათ საჭმლის მომნელებელი სისტემის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები. გაკვეთილი იყო საინტერესო.
იხილეთ ფოტოები