პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
07-05-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

სკოლის პირველი კლასის ხელმძღვანელმა იზოლდა ჭეჭელაშვილმა თავის მოსწავლეებთან ჩაატარა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიება.

მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს. 

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203