ჩიხის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ახალი სკოლის მოდელის“​ საგნობრივმა ექსპერტმა ჭიათურის თეატრში მიიწვია
07-05-2021
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის მე-8 კლასში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში საგნობრივმა ექსპერტმა, როლანდ ხოჯანაშვილმა მოსწავლეებს სიურპრიზი მოუმზადა და ისინი ქართული ენის მასწავლებელ ნაირა ჭიტაძესთან და კლასის დამრიგებელ თეა იაკობაშვილთან ერთად ქალაქ ჭიათურის თეატრში მიიწვია.

მოსწავლეებს სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის დირექტორმა, ნანა წერეთელმა თბილი შეხვედრა მოუწყო.

„მადლობა  ბატონ როლანდს  ჩიხის საჯარო სკოლის დირექციისაგან, მერვეკლასელებისაგან, საგნის მასწავლებლისაგან, დამრიგებლისა და მოსწავლეთა მშობლებისაგან“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203