ახალციხის N5 სკოლის მერვეკლასელებმა, კითხვის კულტურის ამაღლების მიზნით, ბიბლიოთეკაში შეხვედრა გამართეს
07-05-2021

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში წიგნის დღე აღნიშნეს. მერვეკლასელებმა სკოლის ბიბლიოთეკაში შეხვედრა მოაწყეს. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში წიგნის მიმართ ინტერესის გაღვივება და კითხვის კულტურის ამაღლება იყო.

„23 აპრილი წიგნის დღეა, მკითხველის დღესასწაულია. ახალციხის N5 საჯარო სკოლის ბიბლოეთეკაში (ბიბლოეთეკარი-ციალა ადეიშვილი) 23 აპრილს, წიგნის დღესთან დაკავშირებით, მე-8-ა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მოეწყო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნის მიმართ ინტერესის გაღვივება და კითხვის კულტურის ამაღლება. 

ამ დღეს, უკვე რამდენიმე წელია, ტრადიციულად აღნიშნავს სკოლა. მონაწილე მოსწავლეებმა გაიხსენეს წიგნის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ისტორია, ასევე ისაუბრეს პირველი ბეჭდური ქართული წიგნების გამოცემებთან დაკავშირებით და წაიკითხეს ლექსები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები წიგნის არსსა და დანიშნულებაზე“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203