ბუგეულის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს წითელი ჯვრის წარმომადგენლები ესტუმრნენ
07-05-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პროექტი მიმდინარეობს.

27 აპრილს სკოლას წითელი ჯვრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა.

წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციებისას და რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, რომ ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაიცვან.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203