პოლონეთის ელჩის პირველი მრჩეველი მარჩინ ჟოჰოვსკი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
08-12-2017
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირინე სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრს, პოლონეთის ელჩის პირველი მრჩეველი, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ხელმძღვანელი მარჩინ ჟოჰოვსკი ესტუმრა და ცენტრის პედაგოგსა და სტუდენტებს შეხვდა.
პოლონელი დიპლომატის ვიზიტის დროს, საუბარი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით წარიმართა. პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების ისტორია: არჩევანი და გადაწყვეტილება. მარჩინ ჟოჰოვსკიმ შეკრებილ საზოგადოებას პოლონეთის გამოცდილება გაუზიარა და დემოკრატიის მშენებლობის, სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში, ევროკავშირთან ინეგრაცია დადებითად შეაფასა.
დიპლომატის თქმით, შემდეგ წელს საქართველო-პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წლისთავი აღინიშნება. ეს თარიღი და არსებული ურთიერთობა კი ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
შეხვედრისას საუბარი განათლების საკითხებსაც შეეხო, დიპლომატის განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქართველი სტუდენტების რიცხვმა, რომლებიც საქართველოდან პოლონეთში სასწავლებლად გაემგზავრნენ 200-დან 300 სტუდენტამდე შეადგინა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს