კარდენახის საჯარო სკოლა დასუფთავების კამპანიაში ჩაერთო
07-05-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო ქალაქ გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მიერ წამოწყებულ კამპანიაში, რომელიც გარემოს დასუფთავებას მოიაზრებს.
მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია ხალისით დაასუფთავეს და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაზე იზრუნეს.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მიმდინარე ეკოლოგიურ პროექტებში კარდენახის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული.