სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
07-05-2021

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ IV კლასი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრა. 

მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ თავმოყრილ საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული და ეთნოგრაფიული ნიმუშები დაათვალიერეს. 

მოსწავლეებმა იხილეს საქართველოს პატარა მოდელი ტრადიციული ადათ-წესებითა და კულტურით.

მოსწავლეები მუზეუმიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203