ჩხარის N1 სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ფილმის ჩვენება მოაწყვეს
07-05-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელმა, ირმა ბაჭვაძემ და ეკოკლუბის წევრებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება მოაწყვეს.
ფილმი დედამიწაზე არსებული ყველა რესურსის მნიშვნელობასა და ეკოლოგიურ ასპექტში ადამიანების გარემოზე ზემოქმედებას შეეხებოდა.
კინოსურათის ჩვენების შემდგომ მოსწავლეებთან საინტერესო დისკუსია გაიმართა. სკოლის აღსაზრდელებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი გლობალური პრობლემის აღმოფხვრის საერთო საქმეში.